თამარ გაბუნია აცხადებს, რომ დღეისთვის 800-მდე კოვიდდადასტურებული პირი ბინაზე წარმატებით იტარებს მკურნალობას

ბინაზე დღეისთვის წარმატებით იტარებს მკურნალობას, 800-მდე კოვიდდადასტურებული პირი, მათი უმრავლესობა 600-ზე მეტი პაციენტი არის აჭარაში, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, დღევანდელი მდგომარეობით კვლავაც საყურადღებო რჩება ბათუმი, რადგან დღეს დაფიქსირებული შემთხვევების 72%, 175 შემთხვევა მოდის აჭარაზე, სხვა შემთხვევები განაწილებულია ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში.

„მნიშვნელოვანი ცვლილებები ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით არ გვაქვს. რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციაში შემთხვევების მართვას, როგორც მოგეხსენებათ, უკვე დავიწყეთ და ბინაზე დღეისთვის წარმატებით იტარებს მკურნალობას, 800-მდე კოვიდდადასტურებული პირი, მათი უმრავლესობა, 600-ზე მეტი პაციენტი არის აჭარაში, რომელთაც მოუახლოვდათ გამოჯანმრთელების პერიოდი და მალე ისინი დაუბრუნდებიან ჩვეულ სოციალურ აქტივობას. შედარებით ნალები პაციენტების რაოდენობაა თბილისსა და იმერეთში. ეს მოდელი ეტაპობრივად გაფართოვდება. 25 ონლაინკლინიკის გარდა, ვგეგმავთ პროგრამაში ჩაერთონ სხვა ოჯახის ექიმები, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, რათა მიმდინარე მეთვალყურეობა პაციენტმა მიიღოს მისივე ოჯახის ექიმისგან. ასევე გრძელდება კოვიდსასტუმროებში პაციენტების მკურნალობა. მსუბუქი პაციენტები რჩებიან იქ. რაც შეეხება საწოლფონდს, სამი ათასამდე საწოლია მობილიზებული ქვეყნის მასშტაბით. ყველაზე მეტი დატვირთა მაინც მოდის ბათუმზე. მიმდინარე პერიოდში ბათუმში 80 საწოლი არის თავისუფალ მდგომარეობაში შენარჩუნებული, რათა საჭიროების შემთხვევაში გვქონდეს პაციენტების გადაყვანის შესაძლებლობა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშისპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას მიმართავს და აცხადებს, რომ ადვოკატი კობაიძე პოლიტიკური ხასიათის წინასაარჩევნო ინსცენირებებშია ჩართული
შემდეგი სტატიადღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები გაიმართება