თამარ გაბუნია : აჭარაში ბოლო დღეებში კოვიდსიტუაციის სტაბილიზაცია იკვეთება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ბოლო დღეებში აჭარაში კოვიდსიტუაციის სტაბილიზაციის ტენდენცია იკვეთება.

ამის შემდეგ გაბუნიამ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა, სადაც აჭარის მთავრობის ოპერატიული შტაბის სხდომას დაესწრო.

„ბოლო რამდენიმე დღეა, იკვეთება სტაბილიზაციის ტენდენცია, რისი მოლოდინიც გვქონდა. პრევენციული და შემზღუდავი ღონისძიებების შედეგად, რაც დაახლოებით 10 დღეა, ამოქმედდა, მოსალოდნელი იყო ამ ტიპის ტენდენცია და ვფიქრობთ, რომ შენარჩუნდება. დღევანდელ პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მძიმე შემთხვევების მართვა იყოს შესაბამისი.

ტექნოლოგიურად ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, სადაც ყველაზე მეტი მძიმე პაციენტი ხვდება, ძალიან კარგადაა მომზადებული, აპარატურა ახალია. ექიმების მობილიზების პროცესი გრძელდება. ამ კვირის განმავლობაში ასევე მოხდება, სხვადასხვა კლინიკიდან დამატებით ექიმების მობილიზება და განსაკუთრებული აქცენტი კვლავაც მძიმე და კრიტიკული შემთხვევების მართვაზე იქნება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშიივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს