თამარ გაბუნია 12 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტზე – ბავშვის მდგომარეობა პირველი დღიდან საყურადღებო იყო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ სამინისტრო შეისწავლის, რამ გამოიწვია ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული 12 წლის მოზარდის მდგომარეობის დამძიმება და მისი გარდაცვალება.

მინისტრის მოადგილის თქმით, მოზარდი სხვა კლინიკაში გადაყვანის დროს გარდაიცვალა.

„ძალიან სამწუხარო შემთხვევაა და უდიდეს თანაგრძნობას გამოვხატავ ოჯახის მიმართ. ბავშვის მდგომარეობა პირველი დღიდან საყურადღებო იყო. ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა მაშინ, როცა გადაჰყავდათ სხვა კლინიკაში. მისი მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, კლინიკამ საჭიროდ ჩათვალა გადამისამართება. სწორედ ამ დროს მოხდა ეს ფაქტი. ფაქტს ჯანდაცვის სამინისტრო შეისწავლის ამ შემთხვევას. ბავშვს, მდგომარეობიდან გამომდინარე, ადგილზე ყველა შესაბამისი დახმარება უტარდებოდა. ჩვენ შევისწავლით კლინიკურად, თუ რამ გამოიწვია ბავშვის მდგომარეობის დამძიმება“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: ნიკა მელიას განცხადება სამარცხვინოა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: ამომრჩევლისთვის არჩევანის გაკეთებაში ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია