,,თამარ ჩუგოშვილმა დაიწყოს იუსტიციის საბჭოდან წევრების გამოწვევის პროცესი და მე პირველი მოვუწერ ხელს”

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია

იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან კვოტების გამოწვევის იდეა მქონდა, რომელიც უმრავლესობის სხდომაზე გავახმოვანე, მაშინ, იდეას მოწინააღმდეგეებიც გამოუჩდნენ, – ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან კვოტების გამოწვევის ინიციატივა ნაზი ჯანეზაშვილს არ უნდა შეეხოს.

„ნაზი ჯანეზაშვილის გამოწვევა არ არის სწორი. ვფიქრობ, მას არ უნდა შეეხოს ეს ინიციატივა. თამარ ჩუგოშვილს მე შევთავაზე, რომ ლოზუნგების და მოწოდებების დრო აღარ არის. ამიტომ, დაიწყოს მან ეს პროცესი და მე პირველი მოვუწერ ხელს ამ ინიციატივაზე, ოღონდ პირველი ნაბიჯი გადავდგათ და ლოზუნგებს თავი დავანებოთ,”- განაცხადა ეკა ბესელიამ.

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა გუშინ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოკლე ვადაში არ გააკეთებს განცხადებას მოსამართლეთა უვადო დანიშვნების შეჩერების თაობაზე, პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან თავისი კვოტით დანიშნული ხუთივე წევრი უნდა გამოიწვიოს.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხთან დაკავშირებით, მაჩალიკაშვილი ოპოზიციას შეხვდა
შემდეგი სტატიაანაკლიის კონსორციუმი მიესალმება მინისტრის განცხადებას მხარდაჭერის შესახებ