თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, ფრაქცია “ქართული ოცნების” სხდომაზე ლარის კურსის საკითხს განიხილავენ

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, ფრაქცია “ქართული ოცნების” დახურულ სხდომაზე ლარის კურსის საკითხს განიხილავენ.

როგორც ჟურნალისტებს თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა, ფრაქციის სხდომაზე განსაკუთრებით განსახილველი საკითხი დოლართან მიმართებაში ლარის კურსის ცვლილება იქნება.

დეპუტატის თქმით, საუბარი ასევე შეეხება საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის დაბარებას. ამას გარდა, ჩუგოშვილი ცნობით, ფრაქციის სხდომაზე მსჯელობა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებსაც შეეხება.

banner
წინა სტატიაშირუსთავის საკრებულოში ორი ფრაქცია შეიქმნა
შემდეგი სტატიაზურაბ აბაშიძის თქმით, აფხაზეთის რკინიგზის გახსნაზე კარასინთან შეხვედრისას სიტყვაც არ თქმულა