თამარ ჩუგოშვილი : უახლოეს დღეებში დასრულდება კონსულტაციები ორ საპარლამენტო პოზიციასთან დაკავშრებით

მეცხრე მოწვევის პარლამენტი წინასწარი ინფორმაციით, 18 ნოემბერს შეიკრიბება, თუმცა ამ დრომდე უცნობია ვინ დაიკავებს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს.აღნიშნულ თანამდებობაზე მანანა კობახიძისა და გედევან ფოფხაძის კანდიდატურები სახელდება.

ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რომ ამ დრომდე ვაკანტურია სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაც. პარტიის ერთ-ერთ ლიდერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, კანდიდატურებზე მსჯელობა ამ დრომდე მიმდინარეობს.

“უახლოეს დღეებში დასრულდება კონსულტაციები დარჩენილ იმ ორ საპარლამენტო პოზიციასთან დაკავშრებით, რომელზეც პარტიის მხრიდან არ დასახელებულა კანდიდატურა. სავარაუდოდ ორი სამი დღის განმავლობაში ჩვენი პოლიტიკური ძალა დაასახელებს კანდიდატურებს იმ ორი კომიტეტის თავმჯდომარეობის პოზიციაზე, რომელზეც კანდიდატურები არ არის დასახელებული,”-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ოჯახში ძალადობის პრევენციის საკითხებზე იმერეთში რეგიონული შეხვედრა და ტრენინგი ჩაატარა
შემდეგი სტატიაჰილარი კლინტონი საკუთარ მარცხში ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელს ადანაშაულებს