თამარ ჩუგოშვილი : როცა სიუჟეტს ვუყურებდი, ველოდი, ბაბუაჩემის მიერ ჩემი ძმისთვის დანატოვარ სახლს როდის აჩვენებდნენ, როგორც დეპუტატების დროს აშენებულს

როდესაც დეპუტატების სახლებთან დაკავშირებულ სიუჟეტს ვუყურებდი, ველოდი, ბაბუაჩემის მიერ ჩემი ძმისთვის დანატოვარ სახლს როდის აჩვენებდნენ, როგორც დეპუტატების დროს აშენებულს – ეს არ არის ნორმალური, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ცალსახად დაუშვებელია როგორც კორუფცია, ასევე ცილისწამება და ორივე დიდი პრობლემაა.

“თუკი არსებობს კორუფციის ფაქტები, ამაზე რეაგირება უნდა იყოს უმკაცრესი, მაგრამ არა არის სწორი, როდესაც ცილს სწამებთ ადამიანს“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

„რუსთავი 2“-ის სიუჟეტებში ხელისუფლების რამდენიმე თანამდებობის პირის და დეპუტატების სახლები იყო ნაჩვენები.

banner
წინა სტატიაში„პირდაპირი მუქარა “რუსთავი 2″-ის მიმართ” – ექსპერტები, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებით შეშფოთებულები არიან
შემდეგი სტატიამარტვილში პოლიციელების მხრიდან კაცის შესაძლო ცემის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო