თამარ ჩუგოშვილი – რამდენადაც ვხვდები, მთავრობის ახალ შემადგენლობას უმრავლესობის ყველა წევრი უჭერს მხარს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარდაჭერის პრობლემა არ უნდა ჰქონდეს.

როგორც ჩუგოშვილი ამბობს, მისი ინფორმაციით საპარლამენტო უმრავლესობის ყველა წევრი უჭერს მხარს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას.

„კენჭისყრაზე ვნახავთ რამდენი ხმა ექნება. უმრავლესობის მხარდაჭერა, ვფიქრობ, რომ ექნება სრულად. ჩვენ, გვქონდა დღეს დილით შეხვედრა უმრავლესობის ფორმატში და რამდენადაც ვხვდები, უმრავლესობის ყველა წევრი უჭერს მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ვიცე-სპიკერმა ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარესთან უმრავლესობის წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, არჩილ თალაკვაძესთან გამართულ დეხვედრაზე ძირითადად მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურებსა და ამ პროცესთან დაკავშირებულ ტექნიკურ დეტალებზე იმსჯელეს.

„შეხვედრა ეხებოდა საორგანიზაციო საკითხებს, რომლებიც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებასთან არის დაკავშირებული. პროცედურულად ჩვენ, გვეკუთვნის კომიტეტებზე მთავრობის წევრობის კანდიდატების მოსმენა კიდევ დამატებით ორი დღე პოლიტიკურ ჯგუფებში, ანუ ფრაქციებში. შესაბამისად, განვიხილავდით ამ გრაფიკის თანამიმდევრობას, პროცესის წარმართვის საკითხს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

banner
წინა სტატიაშისუს – საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები 4 სექტემბრის 21:00 საათიდან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გადაადგილებაზე უკანონო შეზღუდვებს აწესებენ
შემდეგი სტატიაჯემალ ჭკუასელი: გიორგი გახარიაზე ძალიან კარგი შთაბეჭდილების ვარ და კარგის მოლოდინი მაქვს! ოღონდ ქართველებმა ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ და ყველა პოლიტიკაში ნუ გადავეშვებით