თამარ ჩუგოშვილი – „ქართულ ოცნებას“ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული ცვლილებებისთვის დასჭირდება საპარლამენტო ოპოზიციის ხმები

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 30, 2019 16:14

თამარ ჩუგოშვილი – „ქართულ ოცნებას“ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული ცვლილებებისთვის დასჭირდება საპარლამენტო ოპოზიციის ხმები

თამარ ჩუგოშვილი – „ქართულ ოცნებას“ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული ცვლილებებისთვის დასჭირდება საპარლამენტო ოპოზიციის ხმები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, გარანტია აქვს თუ არა, რომ უმრავლესობის ყველა წევრი დაუჭერს ცვლილებებს მხარს.

„არა, ამის გარანტია არ მაქვს, არც ერთ შემთხვევაში. რომც დაუჭიროს ყველა წევრმა, უმრავლესობას არ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, „ქართული ოცნება“ მარტო ამ საკონსტიტუციო ცვლილებას ვერ გაიტანს და ამისთვის მას დასჭირდება საპარლამენტო ოპოზიციის ხმები. ანუ ეს არის ძალიან მარტივი მათემატიკა, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებს სჭირდება 113- ზე მეტი ხმა, „ქართულ ოცნებას“ კი ამ ეტაპზე აქვს 106 ხმა. შესაბამისად, უბრალოდ არ იქნება. ყველამ რომც დაუჭიროს მხარი, მაინც არ გვეყოფა ხმები და მაინც დაგვჭირდება პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან კანონპროექტისთვის ხმის მიცემა. რაც შეეხება უმრავლესობის წევრებს, არ გამოვრიცხავ , რომ რამდენიმე მათგანისთვის მიუღებელი იქნება საარჩევნო სისტემის შეცვლა. თქვენ იცით, რომ არსებობენ მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებისთვისაც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა არის საჭირო, სწორი და მიაჩნიათ, რომ ის არის ქვეყნისთვის აუცილებელი. შესაბამისად, ვერავინ აიძულებს ადამიანს, რომ თავისი სურვილის წინააღმდეგ ხმა მისცეს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 30, 2019 16:14

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,150
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics