თამარ ჩუგოშვილი : პრემიერ-მინისტრი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას 11 ივლისს დაასახელებს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის განახლებულ შემადგენლობას 11 ივლისს დაასახელებს.

როგორც ჟურნალისტებს ჩუგოშვილმა განუცხადა, სამთავრობო ცვლილებებზე კონსულტაციები უმრავლესობასთან ჯერ არ გამართულა.

მისი თქმით, მმართველი გუნდსა და პრემიერ-მინისტრს შორის კონსულტაციები რამდენიმე დღეში შედგება.

„ალბათ, პრემიერი შემადგენლობას ოთხშაბათს წარმოადგენს, შემდეგ დაიწყება ნდობის გამოცხადების პროცედურა”, – აღნიშნა პირველმა ვიცე-სპიკერმა.

banner
წინა სტატიაშიმოზარდების მკვლელობის საქმე – საზოგადოებრივი მაუწყებლიდან შესაძლოა ის ჟურნალისტები გაუშვან, რომელმაც მკვლელობის შესახებ დოკუმენტური ფილმი მოამზადა
შემდეგი სტატიაკორეის რესპუბლიკა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს ამარტივებს