თამარ ჩუგოშვილი პარტიულ თანამდებობებსაც ტოვებს

საქართველოს პარლამენტის წევრი თამარ ჩუგოშვილი ტოვებს პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საერთაშორისო მდივნის თანამდებობას და პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობასაც.

„დანარჩენი, ვთქვათ, როგორი იქნება ჩემი ურთიერთობა ჩემს ასე ვთქვათ, ჯერ კიდევ გუნდთან, ამაზე მოგვიანებით ჩამოვყალიბდები. ჩემი პოზიცია არცერთ შემთხვევაში არ არის, და არც ჩემი კოლეგების, და ჩვენი მიზანი არ ყოფილა ის, რომ ხელი შევუწყოთ რაიმე პროცესს, რომელიც შეიძლება ქვეყნისთვის დესტაბილიზაციის მომტანი იყოს. არავითარ შემთხვევაში, მსგავს პროცესებში მონაწილეობას არ ვაპირებთ იმიტომ, რომ პირველ რიგში დგას ჩვენი ქვეყნის ინტერესები და მერე უკვე პარტიული, თუ პირადი“, – უთხრა ჟურნალისტებს თამარ ჩუგოშვილმა. შეკითხვას, აპირებს თუ არა შეხვედრას პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან, თამარ ჩუგოშვილმა უპასუხა, რომ დღეს შეხვედრა დაგეგმილი არ აქვს.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი არჩილ თალაკვაძეს შეხვდა
შემდეგი სტატიაპარლამენტში რამდენიმე თანამდებობა ვაკანტურია