თამარ ჩუგოშვილი – „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიასთან დაკავშირებულ აქვს არათუ ჩვენი მხარდაჭერა, არამედ ამ ცვლილების თანაავტორები ვართ

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge იანვარი 23, 2019 20:09

თამარ ჩუგოშვილი – „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიასთან დაკავშირებულ აქვს არათუ ჩვენი მხარდაჭერა, არამედ ამ ცვლილების თანაავტორები ვართ

მნიშვნელოვანი

  • თამარ ჩუგოშვილი - „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიასთან დაკავშირებულ აქვს არათუ ჩვენი მხარდაჭერა, არამედ ამ ცვლილების თანაავტორები ვართ

სხვა სტატიები

„მაგნიტსკის სიასთან“ დაკავშირებულ ცვლილებას – როდესაც ემატებოდა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ და რომელზეც ახლა „ევროპული საქართველო“ საუბრობს – საქართველოდან ჰყავს ოთხი ინიციატორი – ორი უმცირესობიდან: დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი; ორი – უმრავლესობიდან: დიმიტრი ცქიტიშვილი და ზვიად კვაჭანტირაძე, ანუ ეს ცვლილება თანაინიცირებულია“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, სერგი კაპანაძის განცხადებას, რომ „ქართული ოცნების“ არცერთმა წევრმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე მხარი არ დაუჭირა „მაგნიტკის სიასთან“ დაკავშირებულ რეზოლუციას.

“ამ საკითხს ჩვენ მხარდაჭერა აქვს და კენჭისყრიდანაც ჩანს. მთავარი ის არის, რომ ამ საკითხს არათუ ჩვენი მხარდაჭერა აქვს, არამედ თანაავტორები ვართ ცვლილების და არ ვიცი, რას ემსახურება ასეთი ბრიფინგების ჩატარება. მგონი, თავისი და ჩვენი დროც რომ დაუთმონ საქმეს, უკეთესი იქნება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა და პროცედურა განმარტა : „დელეგაცია შედგება ძირითადი და სათადარიგო წევრებისაგან. ხუთი წევრი არის ძირითადი და ხუთი – სათადარიგო. ჩვენი მხრიდან სიტყვით გამოსვლის უფლება ქონდა ზვიად კვაჭანტირაძეს, რომელმაც ურთიერთშეთანხმებით დაუთმო ეს უფლება გიორგი კანდელაკს. სრულიად სამარცხვინოა ის, რასაც ვისმენთ „ევროპული საქართველოსგან“.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge იანვარი 23, 2019 20:09

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

შედეგის ნახვა

Google სტატისტიკა


14,472
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics