თამარ ჩუგოშვილი – ნებისმიერ თავმოყვარე ქვეყანაში პასუხი ბევრად უფრო მძიმე იქნებოდა, ვიდრე ჩვენთან ხდება ხოლმე

ნებისმიერ თავმოყვარე ქვეყანაში პასუხი ბევრად უფრო მძიმე იქნებოდა, ვიდრე ჩვენთან ხდება ხოლმე, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, კადრებში ძალიან მკაფიოდ და ნათლად ჩანს დავით კირკიტაძის დანაშაული.

„მისი დანაშაული მთელმა საქართველომ ნახა. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. აღკვეთის ღონისძიებებისთვის კონკრეტულად რა სასჯელს და ზომებს გამოიყენებს, ეს სასამართლოს შესაფასებელია. მე მივესალმები იმას, რომ მსგავსი ქცევა, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, პოლიციელების თუ სამართალდამცველების მხრიდან, დაუსჯელი არ რჩება.

სამართალდამცავების მიმართ მკაფიო სისხლის სამართლის დანაშაულებს პირდაპირ ეთერში ჩადიან. ამას არც ერთი თავმოყვარე ქვეყანა არ დაუშვებს. მე ძალიან ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ და მინახავს პოლიციელის მიმართ მოქალაქემ საკუთარ თავს რისი უფლება შეიძლება მისცეს. ასეთ რამ რომ მოხდეს, რაც საქართველოში მოხდა, ნებისმიერ თავმოყვარე ქვეყანაში პასუხი უმკაცრესი იქნებოდა. ბევრად უფრო მძიმე, ვიდრე ჩვენთან ხდება ხოლმე. რა პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზეა საერთოდ ლაპარაკი, არ მესმის. კადრებში ვნახეთ, ადამიანი რას აკეთებდა“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

banner
წინა სტატიაში“რომ გაჩუმდებით მეგობრებო, დათო კირკიტაძის შემდეგ, თქვენთანაც მოვლენ… დაიწყო პოლიტიკური ტერორი”
შემდეგი სტატიასოფიო ქაცარავა: „პარლამენტს გადამწყვეტი როლი აქვს დემოკრატიული განვითარებისა და ინსტიტუციური განვითარებისთვის“