თამარ ჩუგოშვილი : მოქალაქეებმა უვიზოდ მიმოსვლის შეთანხმების ბოროტად გამოყენება უნდა შეწყვიტონ

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, მოქალაქეებმა უვიზოდ მიმოსვლის შეთანხმების ბოროტად გამოყენება უნდა შეწყვიტონ.

მისი მოსაზრებით, შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხის წინაშე არ ვდგავართ.

„მე არ მგონია, რომ ჩვენ უნდა ველოდოთ შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი მოქალაქეები პატივისცემით ეკიდებოდნენ იმ შეთანხმებას, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირთან.

ჩვენ თუკი ბოროტად ვისარგებლებთ იმ ძალიან დიდი მიღწევით, რომელიც საქართველომ მიიღო გასულ წელს, შესაძლებელია, რომ მთელ ქვეყანას შევუქმნათ პრობლემები.

ასე რომ, იმედი მაქვს, ყველა მოქალაქე პასუხისმგებლობით მოეკიდება. არ მგონია, რომ შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხის წინაშე ვდგავართ, მაგრამ მოქალაქეებმა უვიზოდ მიმოსვლის შეთანხმების ბოროტად გამოყენება უნდა შეწყვიტონ“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

banner
წინა სტატიაშიქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კანონმდებლობა მკაცრდება
შემდეგი სტატიაფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურმა არალეგალურად მოქმედი აზარტული თამაშების კლუბი გამოავლინა