თამარ ჩუგოშვილი : მეორე ტურში მობილიზაცია გვექნება

რა თქმა უნდა, მთაწმინდის შუალედური არჩევნების მეორე ტურში მობილიზაცია გვექნება – აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ცცც.

“გამიხარდება, თუ პოლიტიკური თანამდებობის პირები მთაწმინდის ოლქში აქტიურები იქნებიან. რაც შეეხება შედეგებს, შედეგებში სრულიად დარწმუნებულები ვართ, გამომდინარე იქედან, რომ პირველ ტურში, ძალიან დაბალი გამოცხადების პირობებში, ჩვენს მაჟორიტარობის კანდიდატს ყველაზე მეტი ხმა ჰქონდა. როგორც ვხვდები, შუალედური არჩევნების პირველ ტურში ოპოზიციურმა ელექტორატმა საკუთარი ნება სრულად დააფიქსირა – არჩევნებზე ჩვენი და ნეიტრალური მხარდამჭერებიდან ბევრი არ გამოცხადდა“, – განუცხადა ჟურნალისტებს ჩუგოშვილმა.

მთაწმინდის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური ჩატარდება, სადაც ერთმანეთს ლადო კახაძე და შალვა შავგულიძე დაუპირისპირდებიან.

banner
წინა სტატიაშიდავით გარეჯის საკითხზე ბაქოში მორიგი შეხვედრა დღეს გაიმართება
შემდეგი სტატიაოპოზიციამ უნდა დაასრულოს გადაბრალების პოლიტიკა და გააანალიზოს მარცხი