თამარ ჩუგოშვილი – მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე გამოძიება ბევრად უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე რაიმე პოლიტიკურ მოძრაობაზე იქნებოდა საუბარი

„თიბისი ბაკის“ დამფუძნებელების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე გამოძიება ბევრად უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე საუბარი რაიმე პოლიტიკურ მოძრაობაზე იქნებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, პროკურატურის ეს გამოძიება დაკავშირებულია მტკიცებულებების მოგროვების დროსთან და არა პოლიტიკური განცხადებების გაკეთებასთან.

„გასაგებია, რომ ოპოზიცია შეეცდება ამ ყველაფერში პოლიტიკური შეფერილობა ეძებოს, მაგრამ მთავარია, რა მტკიცებულებებს წარმოადგენს გამოძიება, რადგან ეს არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმე. საზოგადოება თვალყურს დეტალურად ადევნებს და მტკიცებულებების სტანდარტის სიმყარე როგორია, ეს არის მნიშვნელოვანი. თუ დანაშაულია ჩადენილი, ამაზე რეაგირება არ მოხდეს, რადგან ვინმეს ეჭვები არ გაუჩნდეს, ეს სამართლებრივი სახელმწიფოს მიდგომა არ არის. ამიტომ მნიშვნელოვანია მტკიცებულებების ხარისხი. რაც შეეხება ანაკლიის პორტს, არაერთხელ ითქვა, რომ თუკი რაიმე შეღავათი და ხელშეწყობა შეიძლებოდა ყოფილიყო, პირობების გაუმჯობესება და ვადების გადადება და ა.შ, სახელმწიფოს მხრიდან ყველაფერი გაკეთდა. ის, რომ პასუხისმგებლობა არ დადგეს, თუკი დანაშაულის ნიშნები არსებობს, სწორი არ არის. ანაკლიის პორტს პოლიტიკური კონტექსტი ოპოზიციამ მისცა, თორე, შენდებოდა და სახელმწიფოს მხრიდან სრული მზადყოფნა იყო, რომ ეს პროექტი განხორციელებულიყო. ჯერი სასამართლოზეა, სადაც პროცესი გამჭვირვალე და ღიაა. ერთად შეგვეძლება შევაფასოთ მტკიცებულებების და მხარეთა არგუმენტების საკითხი. ახლა პროცესი გადასულია სასამართლოში“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

banner
წინა სტატიაშიანაკლიის პორტის გენერალური მშენებელი ფრანგული კომპანია Eiffage გახდა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – ირაკლი ოქრუაშვილს ვინმე „ხამსამ“ კი არა, ირაკლი ოქრუაშვილმა ესროლა