თამარ ჩუგოშვილი : მაისის ბოლო პარასკევი ინტერპელაციის დღეა და ოპოზიციას შეუძლია ნებისმიერი პირი, მათ შორის პრემიერი დაიბაროს

მაისის ბოლო პარასკევი ინტერპელაციის დღეა და ოპოზიციას შეუძლია ნებისმიერი პირი, მათ შორის პრემიერი დაიბაროს, – ასე პასუხობს ოპოზიციის მოთხოვნას პრემიერ-მინისტრის პარლამენტში დაბარებასთან დაკავშირებით პირველი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი. თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ამ მხრივ ოპოზიციას პრობლემა არ შეექმნება.

„მაისის ბოლო პარასკევი არის ინტერპელაციის დღე და შესაბამისად, ჩვენი წესებით და პროცედურებით სრული შესაძლებლობა და უფლება აქვს ოპოზიციას დაიბაროს ნებისმიერი პირი, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ნებისმიერ საკითხზე, ამიტომ, ამ დისკუსიას წინ არაფერი უდგას, თუ ეს მათი სურვილია. თუ ასეთი ინტერესი აქვთ, შეუძლიათ, რომ შესაბამისი პროცედურები გამოიყენონ“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ სხდომა დასრულებულად გამოაცხადა და დარბაზი დატოვა
შემდეგი სტატიაპროკურორის განცხადებით, ექსპერტიზამ გორში მოკლული 9 წლის გოგონას მიმართ იაგო ნებიერიძის მხრიდან სექსუალური ხასიათის ქმედება დაადასტურა