თამარ ჩუგოშვილი : ყოველმა მეორე ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა ქართულ ოცნებას

პარტია ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში მორიგი ბრიფინგი გაიმართა. პარტიის წევრის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ქართულმა ოცნებამ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

“საქართველოში ყოველმა მეორემ მხარი დაუჭირა ქართულ ოცნებას, რისთვისაც მადლობას ვუხდით. ცესკოს მონაცემებით დაახლოებით 20 მაჟორიტარული ოლქი მოიგო ქართული ოცნების კანდიდატმა,”- განაცხადა ჩუგოშვილმა.

თამარ ჩუგოშვილი მარნეულში განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ფაქტი დროულად უნდა იყოს გამოძიებული. ასევე ჩუგოშვილი აცხადებს, რომ უბანთან განვითარებული მოვლენების უკან ნაციონალური მოძრაობა და მათი მაჟორიტარობის კანდიდატი არიან. ჩუგოშვილი აცხადებს, რომ დამნაშავე პირები უმკაცრესად უნდა დაისაჯონ.

banner
წინა სტატიაში“საერთაშორისო გამჭვირვალობა” საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დასკვნას აქვეყნებს
შემდეგი სტატიაწინასწარი შედეგებით ახალციხეში მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური დაინიშნება