თამარ ჩუგოშვილი – კარგად მახსოვს 2012 წელს მასშტაბური სახე ჰქონდა ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვას

ვერც კი წარმომიდგენია, რომ ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვას ჰქონოდა ადგილი, თუ ასეთი რამ მოხდა, რეაგირება უნდა იყოს უმკაცრესი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხდა.

მისი თქმით, სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას, დაუყოვნებლივ მოჰყვა პროკურატურიდან რეაგირება და ძალიან მნიშვნელოვანია ამ უწყებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდება.

„საჭიროა, რეალურად გავიგოთ, რას ჰქონდა ადგილი. რაც შეეხება პირადობების ბეჭდვას, როგორც მოვლენას, ძალიან კარგად მახსოვს, 2012 წელს, როდესაც თავად ვიყავით საიას თავმჯდომარე არჩევნების ერთ-ერთი მთავარი დამკვირვებელი ორგანიზაცია, მაშინ ძალიან მასშტაბური სახე ჰქონდა ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვას. პასუხისგებაშიც კი არის მიცემული ადამიანი, რომელიც ძალიან დიდი რაოდენობით ბეჭდავდა ყალბ პირადობის მოწმობებს, მაშინ გიორგი ვაშაძე იყო ამ უწყების ხელმძღვანელი, როცა ეს ყველაფერი ხდებოდა. ეს ფაქტი დადასტურებულია, დასჯილია ადამიანი და ვინაიდან რაღაცა მსგავსი ბრალდება მოვისმინეთ გუშინ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებმა, ვინც ბრალდებებზე საუბრობდნენ, ხელი შეუწყონ გამოძიებას. ვერც კი წარმომიდგენია, რომ ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვას ჰქონოდა ადგილი, თუ ასეთი რამ მოხდა, რეაგირება უნდა იყოს უმკაცრესი”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

banner
წინა სტატიაშიაფხაზური და მეგრული აჯიკის დამზადების ტექნოლოგიას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სატატუსი მიენიჭა
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე არასამთავრობოებს მოუწოდებს, შესაძლო დარღვევებზე შესაბამის ორგანოებს დროულად მიმართონ