თამარ ჩუგოშვილი : გამორიცხულია გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა

გამორიცხულია გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა – განაცხადა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. ჩუგოშვილი უარყოფს, რომ “ქართული ოცნების” შიგნით ახალი ფრაქციების ჩამოყალიბება რაიმე დაპირისპირების შედეგია და გიორგი კვირიკაშვილსა და გიორგი გაჩეჩილაძეს (უცნობი) შორის არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება.
“არანაირი კავშირი არ არის ფრაქციების შემადგენლობასა და იმ ისტორიას შორის, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ეთერებით ვიხილეთ. ფრაქციების დაშლა ემსახურება მხოლოდ საორგანიზაციო და მენეჯმენტურ მიზნებს და არანაირი პოლიტიკური დატვირთვა ამას არ აქვს”,- განაცხადა ჩუგოშვილმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთის ეკლესია აკურთხებს სასულიერო პირებს და აგზავნის რეგიონში, რომელიც მას არ ეკუთვნის – მსოფლიო პატრიარქი
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე ქართველ ძიუდოისტებს გამარჯვებას ულოცავს