თამარ ჩუგოშვილი : დღეს ცნობილი გახდება, რა შემადგენლობით წარმოადგენს მამუკა ბახტაძე მინისტრთა კაბინეტს

პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე სამთავრობო შემადგენლობას დღეს დაასახელებს.

“პირველ რიგში დაველოდოთ პრემიერ- მინისტრობის კანდიდატის გადაწყვეტილებას. დღეს გახდება ცნობილი, თუ რა შემადგენლობით წარმოადგენს ის მინისტრთა კაბინეტს. მე როგორ ვიცი, ზოგადად გარკვეული ცვლილებები მომავალშიც აქვს მას დაგეგმილი, მათ შორის სამინისტროების ოპტიმიზაციის ფონზე. ამიტომ ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე საუბარი, ზუსტად რომელ უწყებას რომელი პირი ჩაუდგება სათავეში”,- განაცხადა ჩუგოშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ხვდება
შემდეგი სტატიაგიორგი კახიანი : კვირის ბოლომდე ახალი მთავრობა გვეყოლება