თამარ ჩუგოშვილი : „ჩვენი 2-3%-იანი ეკონომიკური ზრდა ძალიან ცუდი მაჩვენებელია”

პარლამენტის ვიცე-სპიკერისა და „ქართული ოცნების“ წევრის თამარ ჩუგოშვილის განაცხადებით, 2017 წლის ბიუჯეტი ფოკუსირებულია იმაზე, რომ მოსახლეობაზე ნეგატიურად არ აისახოს გარკვეული ცვლილებები რომელიც რეგიონში ხდება.

„ჩვენი 2-3%-იანი ეკონომიკური ზრდა ძალიან ცუდი მაჩვენებელია და უნდა შევძლოთ ბევრად უფრო მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე გასვლა და ამ ბიუჯეტის პროექტში ასახულია ის რეფორმები, რაც სწორედ ამას ემსახურება. 10%-ით მცირდება ბიუროკრატიული ხარჯები, ხელფასები და პრემიები და ა.შ. და ეს ყველაფერი სწორედ მიმართულია იმისკენ, რომ რეგიონში არსებული ძვრები მოსახლეობამ ნაკლებად იგრძნოს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

banner
წინა სტატიაშირეგიონული განვითარების მინისტრი გუდაური-კობის მონაკვეთზე გზის გაწმენდით სამუშაოებს გაეცნო
შემდეგი სტატიასაარჩევნო შემოწირულობების კანონიერებასთან დაკავშირებით, გამოკითხვაზე 40 პირია დაბარებული