თამარ ჩუგოშვილი ცესკო-ს გადაწყვეტილებას პარტია „ცენტრისტების“ რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ მნიშვნელოვანს უწოდებს

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი თამარ ჩუგოშვილი ცესკო-ს გადაწყვეტილებას ლადო ბედუკაძის პარტია „ცენტრისტების“ რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ მნიშვნელოვანს უწოდებს.

როგორც თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, ის პოლიტიკური კლიპი, რომელიც საზოგადოებამ ნახა, მიმართულია ქვეყნის სივერენიტეტის წინააღმდეგ.

“როდესაც საუბარია ოკუპანტი სახელმწიფოს შემოყვანაზე, შენარჩუნებასა და მათი პასპორტების შემოღებაზე, ეს რა თქმა უნდა ქვეყნის სუვერენიტეტსა და არსებობას უქმნის საფრთხეს. არავითარ შემთხვევაში ქართულ პოლიტიკაში არ უნდა არსებობდეს სივრცე ასეთი მოწოდებებისთვის, ასეთი პოლიტიკური პარტიებისთვის, რომელთაც მსგავსი პოლიტიკური პლატფორმები აქვთ. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ცესკო-ს გადაწყვეტილება“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ლადო ბედუკაძის პარტია “ცენტრისტები” რეგისტრაციიდან მოხსნა.

თამარ ჟვანიას განცხადებით,, ცესკო-სთვის გუშინ გახდა ცნობილი, რომ “ცენტრისტებს” არ ჰყავთ უფლებამოსილი პირი, პარტიის თავმჯდომარის სახით.

banner
წინა სტატიაში“ყაველაშვილი ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად დიმპლომის არქონის გამო ვერ დაარეგისტრირეს, ქვეყნის მართვას არ სჭირდება განათლება?”
შემდეგი სტატია“ბევრ ამერიკელს ერევა საქართველო ჯორჯიაში, თუმცა აშშ-ის მეოთხე შტატის სენატორს – არა” – აშშ-ს საელჩო