თამარ ჩუგოშვილი: არ არსებობს ნორმა, რომელიც კრძალავს კარვის გაშლას

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი რუსთაველის გამზირზე კარვის გაშლის საკითხს ეხმაურება და მერიას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართვას.

„არ არსებობს ნორმა, რომელიც კრძალავს კარვის გაშლას თუ ეს არ ქმნის ხელოვნურ დაბრკოლებას ტრანსპორტისთვის ან ორგანიზაციის ფუნქციონირებას არ უქმნის რეალურ საფრთხეს. მერიას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვუწოდებ, გაითვალისწინონ კანონის ეს მოთხოვნა“, – წერს თამარ ჩუგოშვილი ფეისბუქის გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე კარვის დადგმის მცდელობას პოლიციის თანამშრომლებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

banner
წინა სტატიაშინაძვის ხე თუ ადამიანი, მე ადამიანს ვირჩევ
შემდეგი სტატიახელისუფლება შეცდომას შეცდომაზე უშვებს