თამარ ჩხეიძე:ეკლესიის განადგურებისთვის იბრძვიან შიგნიდან და გარედან

“ის საშინელება, რაც ხდება დეკანოზ მამალაძის მიმართ, ერთიანი სპეც ოპერაციის ნაწილია არა მარტო თავად ამ ადამიანის, არამედ ქართული ეკლესიის წინააღმდეგ! კიდევ უფრო სავალალოა, რომ ამ ანტიადამიანურ და ანტიეკლესიურ პროცესში თავად ეკლესიას , საპატრიარქოს სახით, აღებინებენ მონაწილეობას! ეს ხდება იქ გაბატონებული მძლავრი ანტიეკლესიურ_ პრორუსული დაჯგუფების მეშვეობით! ჩვენი ეკლესია, დღიდან საქართველოს დაპყრობისა რუსეთის მიერ, წარმოადგენს რუსი დამპყრობლის ერთ_ერთ უმთავრეს სამიზნეს! ეკლესიის განადგურებისთვის იბრძვიან შიგნიდან და გარედან : ბნელების, ღიად პრორუსების, რეტროგრადების, თუ ვითომდაც პროგრესულად მოაზროვნეთა სახელით! ამისთვის იყო წამოწყებული ციანიდის ისტორია, ამისთვის იქნა დაპატიმრებული მამალაძე!”,-წერს თამარ ჩხეიძე

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი დღეს საფრანგეთის რესპუბლიკაში ვიზიტს იწყებს
შემდეგი სტატიამოსკოვის ლოკომოტივმა წალენჯიხელი ხვიჩა კვარაცხელია მიიწვია