თამარ ჩხეიძე: სინამდვილეში მარშისტებმა გაბუნიას გამონათქვამი მხოლოდ საბაბად გამოიყენეს

“სინამდვილეში მარშისტებმა გაბუნიას გამონათქვამი მხოლოდ საბაბად გამოიყენეს და ორგანიზებულ თავდასხმას რეალურად მასთან არავითარი კავშირი არა აქვს.მარშისტების საქმე გასაგებია, ისინი თავიანთ რუსულ ფუნქციას ასრულებენ ქართული სახელმწიფოს და დემოკრატიული ფასეულობების წინააღმდეგ. მაგრამ საერთოდ რატომ იქცა გაბუნიას ხუმრობა ამხელა აჟიოტაჟის მიზეზად. აზრი ხომ ის იყო, რომ ქრისტე რომ თანამედროვე საქართველოში მოსულიყო, ის კვლავ იქცეოდა დევნის საგნად, მით უფრო თუ ივანიშვილს გადაუდგებოდა გზაზე, მაგრამ ჯვარზე გასაკრავად ხეები აღარ იქნებოდაო.აქ უარყოფით კონტექსტში ივანიშვილი და თანამედროვე საქართველოს ყოფაა მოხსენებული და არა უფალი. შეიძლება სადავო საკითხია , რამდენად შესაფერისია ამ თემაზე ხუმრობა, მაგრამ რაიმე უხამსობა და მკრეხელობა მაინც და მაინც ვერ დავინახე.რას ვიხილავთ?აქ განსახილველი და საგანგაშო ხელისუფლებისაგან ფაქტიურად წაქეზებული იმ ორგანიზებული ჯგუფის ძალადობაა, რომელიც თავს უფლებას აძლევს მოაწყოს ფიზიკური თავდასხმები ჟურნალისტებზე, ზოგადად მათთვის არასასურველ პირებზე.
ამ დროს კი ივანიშვილი საქართველოს ფიზიკური სხეულის გლეჯას აგრძელებს, აოხრდა საქართველო, ნადგურდება ულამაზესი საკურორტო ზონა, ვინ ვართ საერთოდ ჩვენ ყველანი ამ დროს?ამ თემაზე უკვე რეპორტაჟის მოსმენაც აღარ შემიძლია, ეს ისეთი ტრაგიკულია!მთელი საზოგადოება ვუყურებთ ერთი კაცის წარმოუდგენელ ქმედებებს, რომელიც ქვეყანას დღსით, მზისით გვიჩეხავს!-წერს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე თამარ ჩხეიძე.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ “რუსთავი 2”-თან მომხდარი ინციდენტის გამო კიდევ ხუთი პირი სისხლის სამართლის წესით დააკავა
შემდეგი სტატიასანდრო ბრეგაძეს გარეგანი დაზიანებები და ტრავმის კვალი არ აღენიშნება