თამარ ჩხეიძე: სალომემ დღეს ატეხილი სკანდალის ფონზე ოცნების დაწერილი “შპარგალკა” წაიკითხა

სალომემ დღეს ატეხილი სკანდალის ფონზე ოცნების დაწერილი “შპარგალკა” წაიკითხა.არ მოელოდნენ ასეთ დიდ რეაქციას და ასე არ მითქვამსო ათქმევინეს.მაგრამ რასაც სისტემატურად ამბობდა, იმისი ვიდეო ჩანაწერები ხომ არსებობს, ან იმ წიგნს სად წაუვა ფრანგულად რომ გამოსცა, ან წითელსოფლის დაბომბვაზე რომ ამბობდა,ჩვენვე დავბომბეთო ან ცხინვალი დავბომბეთ და ახლა რაღა უფლება გვაქვს ტერიტორიული მთლიანობაზეო და სხვა მრავალი.მოკლედ მისი დღევანდელი უკან დახევა მხოლოდ იმითაა მნიშვნელოვანი, რომ გვიჩვენებს_ დღეს ომის შესახებ აღმაშფოთებელი რუსულ სიცრუეს ისე ადვილად ვეღარავინ მოახვევს თავს საქართველოს მოსახლეობას, თუ მსოფლიოს და ამას ბოლოს და ბოლოს ადეკვატური თუ არა, თითქმის ადეკვატური რეაქცია მოყვება.ამას იმიტომ ვამბობ, რომ წლების წინ ასეთივე ანტისახელმწიფოებრივ განცხადებას ოცნების ბევრი სახე აკეთებდა (მაგალითად იგივე კალაძე)მათი ბელადის, რუსი ოლიგარქის მეთაურობით (მან არ თქვა,იქითა მხრიდან არაფერი არ იყო, რაღაც პატარა კედელი ჩამოინგრა და ამაზე საქართველომ ომი დაიწყოო??)მაგრამ დამპყრობლის ამ უსირცხვილო ტყუილის გაზიარებაზე სათანადო რეაქცია არ იყო, დღეს რომ ოცნებას სალომეს სიტყვების ათასნაირი გადაკეთება_ გადმოკეთება ჭირდება, რომ ამან საყოველთაო აღშფოთება შეანელოს, ეს კარგი ნიშანია, მაგრამ საფრთხე ამით არ იხსნება.საზოგადოება შეცდომაში არ უნდა შევიდეს.ეს ადამიანი რომ პრეზიდენტი გახდეს, მაშინვე შეუდგება პუტინის გეგმის განხორციელებას.აქ პრეზიდენტის შემცირებული უფლებებს კი არ აქვს მნიშვნელობა, არამედ ფაქტს , რომ თავად საქართველოს პრეზიდენტი ადანაშაულებს საქართველოს. რა მნიშვნელობა აქვს მაშინ ხელისუფლებაში ვინ იყო, ის საქართველოს წარმოადგენდა.ეს დამღუპველი იქნება, ასეთი დადანაშაულებით ჩამოერთვა კოსოვო სერბიას და ახლა რუსეთს სურს ეს მოდელი საქართველოზე გამოიყენოს!აი ამისთვის არის სალომე ! (სახარებისეული სალომეასავით უღირსი მისიით) . ამიტომ უნდა გავაცნობიეროთ ყველამ ჩვენი პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე და არ დავუშვათ აფხაზეთ_ცხინვალის მოკვეთის დაკანონება!სალომემ უნდა მოხსნას თავისი კანდიდატურა!-წერს “ფეისბუქის” საკუთარ გვრედზე თამარ ჩხეიძე.

banner
წინა სტატიაშიტრამპის მიერ უზენაეს მოსამართლედ წამოყენებულ კავანოს სექსუალურ ძალადობაში სდებენ ბრალს 
შემდეგი სტატიაჩვეულებრივი კორუფციული გარიგება – ნატო ჩხეიძე “ომეგა ჯგუფის” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს