თამარ ჩხეიძე: სააკაშვილი დღეს უსამართლოდ და მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოტივებით იდევნება

დღევანდელი სასამართლო პროცესი იყო პოლიტიკური დევნის განსაკუთრებით უსუსური და ყოვლად სულელური გამოხატულება. პიჯაკების კომიკურ თემას ახლა დასერიოზულება მოუნდომეს და ბრალდება ამჯერად ისეთ ტრაგიკულ მოვლენას დაუკავშირეს, როგორიც გვირგვლიანის საქმე იყო. მაგრამ აბსურდულობა ამ შემთხვევაშიც სრულიად აშკარაა.მოსაწონი იყო თუ არა პრეზიდენტის გადაწყვეტილება რამდენიმე პირის შეწყალების შესახებ,რა საუბრები უძღოდა თუ არ უძღოდა ამ შეწყალებას წინ, ეს, ცხადია, შეიძლება იყოს მსჯელობის და პოლიტიკური შეფასებების საგანი, მაგრამ ცხადია, არა სამართლებრივი დევნის. პრეზიდენტი ვის შეიწყალებს და ვის არა, ეს მისი უპირობო კონსტიტუციური უფლებაა.
მესმის, რომ ყოფილი პრეზიდენტისადმი დამოკიდებულება ძალიან არაერთგვაროვანია. სამწუხაროა, რომ ბევრს საერთოდ დაკარგული აქვს მის შესახებ ობიექტურად მსჯელობის უნარი. მიუხედავად მისდამი სიმპატიისა თუ ანტიპატიისა – სრულიად აშკარაა, რომ სააკაშვილი დღეს უსამართლოდ და მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოტივებით იდევნება, იდევნება საქართველოში და უკრაინაში და ამ დევნის უკან დამპყრობელი დგას, რომელსაც ძალიან აწყობს მისი დემონიზაცია და მით უფრო კრიმინალად ცნობა!

 

თამარ ჩხეიძე

banner
წინა სტატიაშიბაკურ გულუამ თანამდებობა დატოვა -რა მოხდა ზუგდიდში
შემდეგი სტატია(video) ლუკავას გათავისუფლებაზე აფხაზური მედია რაულ ხაჯიმბას ვრცელ ინტერვიუს ავრცელებს