თამარ ჩხეიძე: რუსეთს უნდა რომ ოპოზიცია და დასავლეთი გააიგივონ ლგბტ თემასთან

“ოპოზიციას აქტიურობა არ გამოუჩენია. მათ პასიურობასაც აქვს თავისი ახსნა. ვიღაცები ცდილობდნენ ოპოზიცია ლგბტ თემასთან დაეკავშირებინა. რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტი და ოპოზიციონერი ცდილობდა, რომ ოპოზიცია გაიგივებულიყო ლგბტ თემასთან. ეს მიმაჩნია ძალიან დიდი შეცდომად. არა იმიტომ, რომ ლგბტ თემის უფლებები არ უნდა დაიცვან. ყველას უფლება დასაცავია.
როდესაც ამ ორი თემის მიზანმიმართული გაიგივება ხდება, ეს ხელისუფლების და რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. რუსეთს უნდა რომ ოპოზიცია და დასავლეთი გააიგივონ ლგბტ თემასთან. ამით ოპოზიციასთან ბრძოლა უფრო იოლია. ხელისუფლება პირდაპირ ვერ დაესხმებოდა ოპოზიციას თავს. ეს მათთვის წამგებიანი იქნებოდა. როდესაც ის ვითომდა ლგბტ-ს წინააღმდეგ მოქმედებს, ეს ბევრად მომგებიანია.
ოპოზიცია არის სხვა თემა და ლგბტ – სხვა. მათი გაიგივება არ უნდა მოხდეს. თუმცა გავიმეორებ, რომ ლგბტ თემის წარმომადგენლების უფლებები ოპოზიცა უნდა დაიცვას,ხოლოდ ისინი კი არ უნდა დაიცვას, არამედ ყველა ვისი უფლებაც ირღვევა. როდესაც ხალხს არბევენ, იქ ოპოზიცია პასიური არ უნდა იყოს”,-აცხადებს “თაიმერთან” საუბარში თამარ ჩხეიძე.

banner
წინა სტატიაშიდმანისში, სოფელ სამებასთან, კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატიარუმინეთი საქართველოს 10 000 დოზა „ასტრაზენეკას“ ვაქცინას გადასცემს