თამარ ჩხეიძე: „ქოცებმა“ სიმართლე მიჩქმალეს!

„ეს აღმაშფოთებელი სიყალბეა,“ – ასე ეხმაურება თამარ ჩხეიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების „ოცნების“ წევრთა შეფასებას. მისივე თქმით, „ქოცები სიმართლის მიჩქმალვას ცდილობენ“.
„გუშინ წავიკითხე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და მოვისმინე ორივე მხარის კომენტარები. ბესელია იქამდეც კი მივიდა, რომ განაცხადა, სტრასბურგის სასამართლომ თქვაო, რომ მერაბიშვილი არ არის პოლიტპატიმარი და მისი პატიმრობა კანონიერად ცნოო. ეს აღმაშფოთებელი სიყალბეა:სინამდვილეში ქოცებმა მიჩქმალეს, რომ გადაწყვეტილების მათთვის დადებითი ნაწილი ეხებოდა მხოლოდ წინაწარი პატიმრობის ვადებს და თავიდან გირაოს პატიმრობის მაგიერ გამოუყენებლობის დასაბუთებას. სასამართლომ კონვენციაისთან შეუსაბამოდ ცნო შემდგომ პერიოდში ამავე საკითხზე სასამართლოს მიერ მერაბიშვილის მიმართვის ზეპირსიტყვიერი და დაუსაბუთებელი უარყოფა. რაც მთავარია, გადაწყვეტილებამ განიხილა საქმის პოლიტიკური ფონი და აღიარა პოლიტიკური მოტივები. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მისი პატიმრობის გამოყენებაზე მისგან ზეწოლის გზით ჩვენების მისაღებად ჟვანიას საქმეზე და სააკაშვილის წინააღმდეგ. გარდა მეხუთე მუხლის დარღვევისა, დაფიქსირდა მე-18 მუხლის დარღვევა, რაც უიშვიათეს შემთხვევებში ხდება და პარალელი გაივლო სხვა ცნობილ პოლიტიკურ პატიმრებთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. წულუკიანი, (რომელიც, სხვათა შორის, სულაც არ ჩანდა ისე ბედნიერი ამ გადაწყვეტილებით, როგორადაც ბესელია ცდილობდა რომ გამოჩენილიყო!) აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლო მხოლოდ მერაბიშვილის ჩვენებას დაეყრდნო და ეს არ შეიძლებოდა და გავასაჩივრებთო . ამ დროს, სტრსბურგის სასამართლო მხოლოდ მერაბიშვილის ჩვენებას არ დაყრდნობია, დოკუმენტში შავით თეთრზე წერია, რომ მერაბიშვილის ჩვენების გარდა, იგი ეყრდნობა ამ სისტემაში მომუშავე თანამდებობის პირის (დასახელებულია)აღიარებას იმ ცნობილი ინციდენტის შესახებ და ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირთა მიერ ღიად გამომჟღავნებულ პოზიციას ამ საკითხის გამოძიების წინააღმდეგ!“ – წერს თამარ ჩხეიძე „ფეისბუქში“.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტერიალზე უცხოელ კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს
შემდეგი სტატიამაგდა პაპიძის პროცესი მეზობლის დაკითხვით განახლდა