15.5 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

თამარ ჩერგოლეიშვილი: ვინც ალიანსის სტრატეგიას და წესებს უარყოფს, ის ალიანსს მიღმა აყენებს თავს

„ოპოზიციის ალიანსის“ წევრი, პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ვინც ალიანსის სტრატეგიას და წესებს უარყოფს, ის ალიანსს მიღმა აყენებს თავს და თვითმარგინალიზაციას ეწევა.

მისი თქმით, ალიანსში არანაირი დაპირისპირება არ არსებობს.

„მე მგონი, მართლაც დადგა დრო, რომ სატელევიზიო სტუდიებიდან გამოვიდე. აუტანელი გახდა უკვე ეს შეუზღუდავი ეთერი. მადლობა, ბელადო, რომ გამომაფხიზლე! ახლა ირონიის გარეშე: კიდევ ერთხელ ვიტყვი – ვინც ალიანსის სტრატეგიას და წესებს უარყოფს, ის ალიანსს მიღმა აყენებს თავს და თვითმარგინალიზაციას ეწევა. ამდენად, ალიანსში მართლა არანაირი დაპირისპირება არ არსებობს – სააკაშვილის კონვულსიები მხოლოდ სააკაშვილის და მისი პარტიის პრობლემაა“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „არა მხოლოდ დიქტატურაა კრიზისში, არამედ ოპოზიციაც უმძიმეს კრიზისშია“. როგორც საააკშვილი წერს, „ოპოზიცია გადაიქცა ტელეეთერებიდან და „ფეისბუქებიდან“ მოსაუბრე პოლიტმიმომხილველებად, რომლებიც ერთმანეთთან გადაკიდებულ „კუტოკებადაა“ დაყოფილი“.

banner
წინა სტატიაშისასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავასა და მომიტინგე ზვიად მაისაშვილზე ძალადობისთვის დაკავებული პოლიციელების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
შემდეგი სტატიააშშ-ის ადმინისტრაციამ ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე ზედამხედველობის მიზნით, შესაძლოა, სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოვიდეს