პარტია “ფედერალისტების” ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ტელეკომპანია „ფორმულას“ „ნაციონალური მოძრაობისგან“ ფულის აღებაში ადანაშაულებს.
“არ დაგავიწყდეთ მეგობრებო, რომ ტვ ფორმულამ 540 ათასი ლარი აიღო ნაცმოძრაობისგან 4 ოქტომბრის ფარსის დადგმაში – ფული აიღეს აი ამ უპასუხისმგებლობის კრიტიკოსების დაბლოკვაში, რომ ხალხი იოლად მოტყუებულიყო და “თბილისის აგდებას რა უნდა” – ცირკი გაეთამაშებინათ.
ანუ ხომ ხვდებით, რომ პატიოსნების ნიშანია, როცა ასეთ ბინძურ კლოაკაში დაბლოკილი ხარ.
მარტო ჩვენ კი არ ვიცოდით, რომ 4 ოქტომბერი სრული ფარსია, უბრალოდ დანარჩენები 5 ოქტომბერს ელოდებოდნენ – აბა თავს ხომ არ დაიბლოკავდნენ ტელეკლოაკებში 
ეს ავტოკრატიული სიბინძურეები მიწასთან რომ გასწორდებიან, სამშვიდობოს მაშინ გავალთ”,_ წერს ჩერგოლეიშვილი.















