“გივი თარგამაძის დაჭერა იმითაა ცინიკური და ნიშანდობლივი, რომ პოლიტიკიდან გაწეულებიც სამიზნე ხართ – ივანიშვილის მიერ შექმნილ ქაოსში კოლატერალური ზიანი გახდებით. მხოლოდ ცვლილებები დაასრულებს ამ ქაოსს და 13 წლიან ნადირობას.
გივიმ აფეთქების სტრესი გადაიტანა და ამასაც გადაიტანს – მხნეობას ვუსურვებ.
სანამ რეჟიმი არ შეიცვლება, პოლიტიკური რეპრესიები რუტინა იქნება.
ძირს რეჟიმი და თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს!” – წერს პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი
დღეს, 27 ივნისს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, რეჟიმის მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გივი თარგამაძეს 7 თვით პატიმრობა მიუსაჯა