26.2 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

თამარ ჩერგოლეიშვილი სააკაშვილზე: მისი დრო დიდი ხანია, წავიდა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ

პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერ, რომ სააკაშვილი არა მხოლოდ სუსტი, არამედ გაფარჩაკებული ნარცისია, რომელიც საკუთარი დელუზიური ახირებების ტყვეობაში ანადგურებს ყველას, ვინც მასთან საქმეს იჭერს.

როგორც ჩერგოლეიშვილი წერს, მიხეილ სააკაშვილისგან „ერთი გარეცხვაა დარჩენილი“.

გვარამიას პოსტის სულისკვეთებას ვეთანხმები. უბრალოდ მიშა არა მხოლოდ სუსტი, არამედ გაფარჩაკებული ნარცისია (მიუხედავად იმისა გვარამიას რად ეჩვენება), რომელმაც პოლიტიკური ინსტინქტი მთლიანად დაკარგა და საკუთარი დელუზიური ახირებების ტყვეობაში არა მხოლოდ თავს, არამედ ყველას ანადგურებს, ვინც მასთან საქმეს იჭერს.

მისი დრო დიდი ხანია, წავიდა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ – ძალმომრეობით, შანტაჟით და ბიძინას დახმარებით ტივტივებს და ბიძინასთან ერთად ისიც გაქრება – ერთი გარეცხვაა მისგან დარჩენილი.

ამომრჩეველი გააქრობს, თორემ მე მხოლოდ სამართლიანი წესებით ვაპირებ მასთან მოპყრობას“,- წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიბერდია სიჭინავა: „ოცნების“ ხელისუფლებას ბევრი აქვს სასწავლი ზრდილობის, კომპეტენციის და ქვეყნის ეროვნული ინტერესების თვალსაზრისით
შემდეგი სტატიაპუტინი: რუსეთს სომხეთთან მხოლოდ ერთი თხოვნა აქვს – რაც შეიძლება, მალე ჩაატარონ რეფერენდუმი ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანებასთან დაკავშირებით