25.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

თამარ ჩერგოლეიშვილი: სააკაშვილი “ახალის” კოალიციის დაშლას და გამოფიტვას ცდილობს

„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის ბოლო განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტი „ახლის“ კოალიციაზე თავდასხმით ოპოზიციურ ფლანგზე დაკარგული პოზიციების დაბრუნებას ცდილობს.

“სააკაშვილი ახლის კოალიციას ურტყამს იმ ამოცანით, რომ იგივენაირად გააპარტახებს, როგორც 2019-2021 წლების განმავლობაში ევსაქები გააპარტახა – დაღლის, გამოფიტავს, არაავთენტური სიმრავლის ილუზიით წააქცევს სათითაოდ და უკან შეირწყავს, ნაწილს მაინც.
ეს არ ხდება ბიძინაზე გამარჯვებისთვის, ეს ხდება ოპოზიციურ ველზე დაკარგული დომინაციის მოპოვებისთვის.
ცხადია ამაოდ იბრძვის – ევსაქებისგან განსხვავებით ახლის კოალიციაში ცოტასთან აკავშირებს საერთო წარსული, ცოტა ყავს ჭიპლარით მიბმული და მაქსიმუმ იმას მიაღწიოს, რომ ახლის კოალიცია დაშალოს, თავად ამ ავანტიურისგან ვერაფერს მიიღებს – არ არის პირობითი ბუტიკაშვილი პირობითი ჭიაბერაშვილი და რო რამე, სახლში წავა, მიშასთან არ მივა.
მაგრამ ამის სათქმელად არ დამიწყია წერა.
იმის სათქმელად დავიწყე, რომ შეეშვით ხალხო სააკაშვილთან და მის მფრინავ მაიმუნებთან თავის მართლებას და არგუმენტებით საუბარს, პირდაპირ ფერთხეთ.
თქვენ გგონიათ ეგ არგუმენტები არ იციან?
მანიპულატორი ნარცისია სააკაშვილი!
მისი გაღმერთების იძულებას ცდილობს, ფაქტებში გარკვევა კი არ აინტერესებს!
არგუმენტებით მასთან საუბარი
მის მოედანზე გადასვლაა! მაგასაც ეგ უნდა რომ თავი გამართლებინოთ მის წინაშე და ამით საკუთარი დომინაციის განცდა შექმნას!
ფერთხეთ (რიტორიკულად ცხადია) მეთქი პირდაპირ – ეგაა მის მავნებლურ ამოცანებში ხელის შეშლა და არა თავის მართლება და
არგუმენტირებული მსჯელობა.

ჩემი თუ არ გჯერათ, მანიპულატორ ნარცისზე დაგუგლეთ”,_ წერს ჩერგოლეიშვილი.

banner
წინა სტატიაშიიაპონიაში მიწისძვრა მოხდა – დაშავებულია 37 ადამიანი
შემდეგი სტატიავოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი არ არის მზად, ომი დონბასის დათმობის გარეშე დაასრულოს