თამარ ჩერგოლეიშვილი – რეჟიმის ნორმალიზაცია არჩევნებისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებით არასწორია და ეროვნულ ინტერესებს აზიანებს, ჩვენი სამიზნე იქნება არა მხოლოდ რეჟიმი, არამედ მისი კოლაბორანტებიც

რეჟიმის ნორმალიზაცია მის მიერ დანიშნული არჩევნებისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებით – არასწორია და ეროვნულ ინტერესებს აზიანებს, – ამის შესახებ „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „ფედერალისტების“ სამიზნე იქნება არა მხოლოდ რეჟიმი, არამედ მისი კოლაბორანტებიც.

„ფედერალისტების“ სახელით გიცხადებთ, რომ არაღიარების კამპანიის ფარგლებში ჩვენი სამიზნე იქნება არა მხოლოდ რეჟიმი, არამედ მისი კოლაბორანტებიც. ჩვენს ამომრჩეველს ინტელექტუალურ შეურაცხყოფას ვერ მივაყენებთ. რეჟიმის ნორმალიზაცია მის მიერ დანიშნული არჩევნებისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებით – არასწორია და ეროვნულ ინტერესებს აზიანებს. რაც არასწორია – ის სამიზნეა. რაც ჩვენ გვაზიანებს – იმას ჩვენ დავაზიანებთ“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია – საქართველოს ბედს ნამდვილად არ განსაზღვრავს, რას იზამს ოთხპროცენტიანი „ლელო“, ისტორიამ განსაჯოს, სუსტები არიან თუ მოღალატეები, ჩვენ საქმეს მივხედოთ
შემდეგი სტატიაანდრო ჭიჭინაძის დედა: “ლელო დიდი მადლობა ჩვენი შვილების დაკიდებისთვის!