11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 13, 2026
banner

თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილზე: ბრიტანეთის ელჩს ვუთხარით, რომ ,,ალიანსი” არ არის მხოლოდ რეჟიმის წინააღმდეგ და ეს არის ოპოზიციის დემოკრატიული გადატვირთვის პროექტი

„ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა ბრიტანეთის ელჩთან, გარეტ უორთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ელჩს ინფორმაცია მიაწოდეს, რის შესახებ არის „ალიანსი“, რომ ეს არ არის მხოლოდ რეჟიმის წინააღმდეგ და ეს არის ოპოზიციის დემოკრატიული გადატვირთვის პროექტი, რაც ნიშნავს იმას, რომ ნაკლები ფოკუსი უნდა იყოს პოლიტიკურ მანევრებზე, ავტოკრატი ლიდერების ინსტინქტებზე და მეტი ფოკუსი იმაზე, რაც აწუხებს ხალხს.

მისი თქმით, შეხვედრით კმაყოფილები არიან.

„შეხვედრა იყო [ბრიტანეთის ელჩთან], გავაცანით „ალიანსი“ და „ალიანსის“ გეგმები. მისგანაც მოვისმინეთ, რა ხდება მათი მიმართულებით. კმაყოფილები ვართ! მათ ვუთხარით, რის შესახებ არის „ალიანსი“ [შექმნილი], რომ ეს არ არის მხოლოდ რეჟიმის წინააღმდეგ და ეს არის ოპოზიციის დემოკრატიული გადატვირთვის პროექტი, რაც ნიშნავს იმას, რომ ნაკლები ფოკუსი უნდა იყოს პოლიტიკურ მანევრებზე, ავტოკრატი ლიდერების ინსტინქტებზე და მეტი ფოკუსი იმაზე, რაც აწუხებს ხალხს. ამაზე ვისაუბრეთ და ეს ძალიან გასაგები და სასიხარულო გზავნილი იყო ჩვენი ბრიტანელი დემოკრატიული პარტნიორისთვის“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

ამასთან, ჩერგოლეიშვილმა ისაუბრა „ოპოზიციურ ალიანსში“ არსებულ ვითარებაზე და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ურთიერთობაზე და აღნიშნა, რომ შეთანხმება უნდა დაიცვას ყველამ.

„შეთანხმება უნდა დაიცვას ყველამ. [მიხეილ სააკაშვილი] ნუ გაჩუმდება, შეთანხმების დაცვა მაინც მოუწევს, ისე ჩვენთან ვერ გაჩერდება!“ – აღნიშნა ჩერგოლეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშითბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სამოქალაქო დავის განხილვა შეწყვიტა
შემდეგი სტატია„ოპოზიციის ალიანსი“: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რამდენად მოშლილი და დეჰუმანიზებულია სახელმწიფო ინსტიტუცია