თამარ ჩერგოლეიშვილი დავით საყვარელიძეზე – ძალიან ამაზრზენია გიგი უგულავას ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაზე მინიშნება ამ ნარცისის მხრიდან

ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილესა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დავით საყვარელიძეს ნარცის უწოდებს.

„ძალიან ამაზრზენია გიგი უგულავას ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაზე მინიშნება ამ
ნარცისის მხრიდან. განსაკუთრებით გარემოებების გათვალისწინებით.გაითვალისწინეთ, რომ გიგი უგულავა ქვეყნიდან არ მოხეულა, ციხეში ზის“,-წერს თამარ ჩეროგოლეიშვილი.

თბილისის ყოფილმა მერმა, პატომრობაში მყოფმა გიგი უგულავამ წერილი გამოაქვეყნა, სადაც პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევის აუცილებლობაზე საუბრობს.

უგულავას ამ წერილს დავით საყვარელიძემ უპასუხა. თავის წერილში დავით საყვრელიძე აღნიშნავს -„არ მგონია, ციხეში გამომწყვდეული გიგის თბილისის პარტიის თავმჯდომარეობიდან გადაყენებამ პარტია გახსნას რატომღაც და რა ვქნა. მეტს ვერაფერს დავამატებ. მე 5 ჯერ შემომითვალეს იმ “ბრძენი კაცი”-სგან მახსოვს… ახალგაზრდა ბიჭები ხართ, კარგი სახელით, მიშას ნუ ჩაყვებით და ვილაპარაკოთო… არ ვნანობ“.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა რევაზ ადამია, გიორგი ბურდული და ლევან მიქელაძე სიკვდილის შემდეგ ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა
შემდეგი სტატიაგრიგორი კარასინს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პასუხობენ