თამარ ჩარკვიანი: რევანში არ დასრულდება

„კითხვები, რომელიც კვლავ გვაქვს, რა თქმა უნდა კორუფციასთან და ბიუჯეტის ძარცვასთან არის დაკავშირებული. გახსოვთ ქუმსიშვილთან და კვირიკაშვილთან ნახსენები შვიდასი მილიონი, რომელიც გამოიძიეთ? ჩვენ არ გვინახავს. თქვენს პირობებში დანგრეული ანაკლიის პორტი, რომელსაც არაფრით არ მოვეშვები, რადგან სასიცოცხლოდ, პატრიოტულად მნიშვნელოვანი პროექტია. ამისთვის უნდა გაგაჩეროთ კიდევ 10 წელი? იზრუნეთ, რომ თავისუფალი პროკურატურა იყოს. თქვენ რომ წახვალთ და ოპოზიციაში იქნებით, დაგხვდეთ რეფორმირებული, დაგხვდეთ თავისუფალი სასამართლო სისტემა, თორემ რევანში არ დასრულდება საქართველოში“, – აღნიშნა პლენარულ სხდომაზე გამოსვლისა თამარ ჩარკვიანმა.

დეპუტატმა მოსახლეობის ვაქცინაციასთან დაკავშირებით კითხვით მიმართა პრემიერმინისტრს.

„უპირველესი კითხვა მაქვს, რომელიც არ მოითხოვს დიდ მტკიცებას. რატომ და ვერ აცერით, 3 მილიონიანი ქვეყანა? მთელს მსოფლიოში რატომ აღმოვჩნდით ჩვენ ამ მდგომარეობაში? თქვენ დროს ბატონო ირაკლი ყველას გვახსოვს ტრაქტორების საქმე, კაბელების საქმე. წელიწადი და ხუთი თვე ადამიანები ისხდნენ გაუგებრად. ტრაქტორებზე მოჭერით იმ კაცს თავი და შემდეგ თანამდებობაზე დანიშნეთ. ეს იმას გავს, ან რატომ გვეკეთა პირბადე ან რატომ მოგვხსენით აუცრელ ქვეყანაში პირბადე“, – განაცხადა თამარ ჩარკვიანმა.

banner
წინა სტატიაშიელისაშვილი ენმ-ს: გთხოვთ, ზვიად გამსახურდიას ხსოვნას და ერთმანეთს ნუ მივაყენებთ შეურაცხყოფას
შემდეგი სტატიაკორძაია: პრემიერ მინისტრის ანგარიშში არ იყო ასახული ის მწვავე საკითხები, რომელიც ოპოზიციის მხრიდან გაჟღერდა