თამარ ჩარკვიანი ნატოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს ალექსანდრე ვინიკოვს შეხვდა

პარლამენტის წევრი თამარ ჩარკვიანი ნატოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს ალექსანდრე ვინიკოვს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე რუსულ სამხედრო აგრესიაზე და შექმნილი გამოწვევების ფონზე, საქართველოსა და ევროპის უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

საუბრის ძირითად თემას ასევე წარმოადგენდა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა, მისი უფლებრივი და ჯანმრთელობის მდგომარეობა.

„ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო ჩვენს მთავარ პარტნიორთან. ვისაუბრეთ თუ რატომ არის საფრთხილო საქართველოსთვის ასეთი მეზობელი, რომელიც ავიწროებს მუდმივად ირგვლივ ყველას. ვგულისხმობ პუტინს და რუსეთს.

რა თქმა უნდა, ვისაუბრე მიხეილ სააკაშვილზე და გავაცანი ჩემი ხედვა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უნდა გახდეს ახალი ესკალაციის საფუძველი. ეს იქნება არასწორი ქვეყნისთვის და სახელმწიფოსთვის“,-განაცხადა თამარ ჩარკვიანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრას ნატოს სამოკავშირეო ოფისის პოლიტიკური ოფიცერი გვანცა ლოლაძე ესწრებოდა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინა გადარჩა, იბრძვის, შეუძლია მოიგოს ეს ომი და ჩვენ მას ამაში დავეხმარებით – ჰაბეკი
შემდეგი სტატიარეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების მომხრე არ არის