თამარ ბერუჩაშვილი: ლონდონის სამიტი კარგი შესაძლებლობაა, რათა საქართველომ ფართო აუდიტორიას გამოცდილება გაუზიაროს

ლონდონის ანტკორუფციული სამიტი კარგი შესაძლებლობაა, რათა საქართველომ ფართო აუდიტორიას თავისი გამოცდილება გაუზიაროს, – ამის შესახებ ლონდონში ქართველ ჟურნალისტებს დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩმა, თამარ ბერუჩაშვილმა განუცხადა.

„ზოგადად ლონდონის სამიტი პრემიერ დევით ქემერონის განსაკუთრებული ყურადღიბის საგანია. შესაბამისად, დღეს სამიტი ნომერ პირველი მნიშვნელოვანი ახალი ამბავია დიდ ბრიტანეთში და დიდი გამოხმაურება ჰპოვა ევროკავშირის, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში“,-აღნიშნა ბერუჩაშვილმა.

რაც შეეხება საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელ ორმხრივ შეხვედრებს, თამარ ბერუჩაშვილის ინფორმაციით, დღეს დაგეგმილია შეხვედრა სახელმწიფო მინისტრებთან საგარეო ურთიერთობათა და და თავდაცვის საკითხებში.

ელჩის თქმით, საუბრის ძირითადი თემები იქნება პოლიტიკური დიალოგის გაღრმავება და განვითარება. ქართული მხარე, ასევე, ისაუბრებს ასოცირების შეთანხმების განხორიციელების საკითხებზე.

„მოგეხსენებათ, ბრიტანეთი აქტიურად არის ჩართული კარგი მმართველობის ფონდის ფარგლებში საქართველოს მხარდაჭერაში, რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებში. საქართელოს აქტიურად ემზადება ვარშვის სამიტისთვის. ეს არის იმ საკითხების ფართო სპექტრი,რომელსაც საქართელოს პრემიერ-მინისტრი მიმოიხილავს ამ ორ შეხვედრაზე. რასაკვირველია, მნიშვენოვანი იქნება ის შეხვედრები, რომელიც 13 მაისს გაიმართება. განსაკუთრებით გამოვყოფდი სტრატეგიულ საინვესტიციო ფორუმს, რომელმაც თავი მოუყარა 130-მდე ბიზნეს წარმომადგენელს. პრემიერის გამოსვლას ელიან ანალიტიკურ ცენტრ „ჩეთამ ჰაუსში“, სადაც ძირითადი თემა იქნება საქართველოს რეფორმები, წარმატებული დემოკრატიული ტრანსფორმაცია, როგორც რეგიონში, ისე საზღვრებს გარეთ და მზადება არჩევნებისთვის“,-აღნიშნა თამარ ბერუჩაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი აბაშიშვილი პარლამენტს მოუწოდებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლებოს კანდიდატებს მხარი დაუჭიროს
შემდეგი სტატიაიუსტიციის მინისტრი საერთაშორისო ანტიკორუფციული სამიტის მუშაობაში მონაწილეობს