თამარ ბელქანია: წალენჯიხის მაცხოვრის ტაძარს მეხმა გუმბათის საყრდენი ყელი (პერანგი) დაუზიანა

“წალენჯიხის მაცხოვრის ტაძარს მეხმა გუმბათის საყრდენი ყელი (პერანგი) დაუზიანა”,-ამის შესახებ ინფორმაციას წალენჯიხის მერის მოადილე თამარ ბელქანია ავრცელებს. მისივე განცხადებით, ვიზუალურადაც ჩანს, რომ გუმბათის ყელი მარცხნივ არის გადახრილი. მერია, როგორც ბელქანია აცხადებს, ეკლესიას კოორდინირებულად დაეხმარება.მოხდება ტექნიკით უზრუნველყოფაც.

ეკლესიამ, უკვე   მიმართა ძეგლთა დაცვის სამინისტროს. უწყებამ ეკლესიის მსახურებს შეახსენა, რომ ტაძარი არის იუნესკოს დაცვის ქვეშ  და შესაბამისად ხელის ხლება შეუძლებელია. როგორც ბელქანია აცხადებს,რამდენიმე დღეში  ჩამოვლენ ექსპერტები , რომლებიც ადგილზე შეისწავლიან შექმნილ მდგომარეობას და ამის შემდეგ დაიწყება  სარეაბილიტაციო სამუშაოები.

შეგახსენებთ, რომ 2 ივლისს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში უეცრად მოვარდნილმა ძლიერმა სეტყვამ და ქარმა (ქარბორბალამ)პრობლემები შეუქმნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობას.კერძოდ, ულურიისა და ლეჯოლოხეს მცხოვრებლებს დაუზიანდათ საცხოვრებელი სახლები,სახნავ- სათესი ნაკვეთები და სავარგულები.დაზიანებულია შიდა საუბნო გზები.

 

banner
წინა სტატიაში„ნიუ იორკ თაიმსი“ – ჯო ბაიდენმა დემოკრატი გუბერნატორების შეკრებაზე განაცხადა, რომ სჭირდება მეტი ძილი და ნაკლები მუშაობა
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანი: ენტონი ბლინკენს კიდევ ერთხელ დავუდასტურე, რომ საქართველო აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების ერთგულია