თამარ ბელქანია – ტოტალიტარულ რეჟიმს წალენჯიხაში ბზარი გაუჩნდა (ვიდეო)

22 ნოემბერს წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა მოვალეობის შესრულებას შეუდგა. გია ხარჩილავა ერთადერთი ოპოზიციონერია, ვინც არჩევნებში გაიმარჯვა.

პარტია “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ბელქანია, რომელიც წალენჯიხის მერის მოადგილე იქნება, აცხადებს, რომ ხალხი ძალაუფლებას იბრუნებს.

“ხალხს უბრუნდება ძალაუფლებას. იმდენად დიდი იყო ცვლილებების სურვილი, რომ ზეწოლის მიუხედავად, წალენჯიხის საზოგადოებამ არჩევანი ოპოზიციის სასარგებლოდ გააკეთა. ტოტალიტარულ რეჟიმს არ ახასიათებს ბზარი, მაგრამ ეს ბზარი დაფიქსირდა წალენჯიხაში, რომელიც მთელ საქართველოს გადაედება”, -ამბობს თამარ ბელქანია.

მისი თქნით, ნამდვილად საზეიმოა დღეა, როცა ხალხის მიერ არჩეული მერი მუშაობას შეუდგა. ის დარწმუნებულია, რომ წალენჯიხელები მალე იგრძნობენ საკუთარ თავზე სიკეთეს.

“ახლა იქნება შრომა, შრომა და შრომა”, -ამბობს ბელქანია.

https://youtu.be/p-hXgxU2r0k

banner
წინა სტატიაშიპრემიერი – საქართველომ მიიღო მოსაწვევი პრეზიდენტ ბაიდენისგან დემოკრატიის სამიტზე, ჩვენი ქვეყნის სახელით აღნიშნულ სამიტში მონაწილეობას პრეზიდენტი მიიღებს
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი 15 დეკემბერს ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტში მიიღებს მონაწილეობას