თამარ ბელქანია: სტალინური რეპრესიების ეპოქაში ერთ-ერთი ფორმა იყო დასჯის, სოციალური დისკვალიფიკაცია, როდესაც საყვარელ საქმეს გაშორებდნენ

"ყოველი ახალი წიგნი სასიხარულო და იმავდროულად საშიშიც გახდა.

“იცით რომ მამა და მამიდები პედაგოგები იყვნენ, ამიტომ ამ პროფესიისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს და მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ ქვეყნის ფეხზე წამოდგომა და დეოკუპაციაც კი სწორედ, სწორად აწყობილ განათლების სისტემას შეუძლია. მით უფრო რომ 14 წელია ჯავახიშვილში ვასწავლი.

ვწერ გვარების გარეშე .

ამბავი N1 წალენჯიხაში/ჯგალში სკოლის დირექტორად გასაუბრებისას ზუგდიდში ჩაიჭრა ქალბატონი რომელიც აგერ უკვე 12 წელია დირექტორია და რომლის სკოლამ ავტორიზაცია ბრწყინვალედ გაიარა. ხაზს ვუსვამ, მხოლოდ, მხოლოდ ამ სკოლის დირექტორს უთხრეს განათლების ექსპერტებმა პერსონალური მადლობა. ქალბატონს დირექტორის გამოცდა ჩაბარებული აქვს მაღალი 73 ქულა 80 დან.

ამბავი და დირექტორობის კანდიდატი N. 2.( ჩქავალერის სკოლა).
საგამოცდო ქულა 74.

უფრო მარტივია მასზე საუბარი რადგან ის წლის საუკეთესო ხუთ პედაგოგს შორის იყო.

ვერცერთმა ზუგდიდში გასაუბრება ვერ გაიარა.

შესაბამისად განათლების სამინისტროს აქვს პრეროგატივა თავად წარადგინოს ორივე სკოლის დირექტორი, რომელსაც შემდგომ ადგილზე სკოლის სამეურვეო საბჭო დაამტკიცებს.

ისმის კითხვა : რა ხდება? რა პრინციპით იწუნებს განათლების სამინისტრო რეგიონში, სადაც მიგრაცია ძალიან მაღალია და ზოგადად პროფესიონალი კი არა დარგის სპეციალისტი სანთლით საძებარია ამ ხალხს.

რასაც ვწერ, იმიტომ ვწერ გვარების გარეშე რომ ბევრგან ხდება მსგავსი. ხსნიან ჭრიან მათ ვინც განათლების სამინისტროსთვის არაა კომფორტული მართველი.

წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ქვეყნის წლის საუკეთესო პედაგოგი ხარ, თუ განათლების ექსპერტები პერსონალურად გაქებენ, საბოლოოდ ვიღაც ერთი რატომ გბლოკავს!
სპორტი რომ მიყვარს იცით, სპორტის პედაგოგში არაა საქმე, რომელსაც სავარაუდოდ ჯგალში, როგორც მონაპოვარი დანიშნავენ. საქმე ისაა, რომ საბოლოოდ ავტორიტეტის გარეშე რჩება ამხელა სამინისტრო სახელად განათლება! სწორედ ამ ქოლგის ქვეშ ტოვებენ სკოლას!

პ.ს სტალინური რეპრესიების ეპოქაში ერთ-ერთი ფორმა იყო დასჯის, სოციალური დისკვალიფიკაცია, როდესაც საყვარელ საქმეს გაშორებდნენ.
გამოსავალი: მედიამონიტორინგი და გამჭირვალობა. საზოგადოებას ანახონ ვინ არიან ის დირექტორები, რომლებიც ამ ხალხის ჩანაცვლება ხდება”-წერს წალენჯიხის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია.

banner
წინა სტატიაშიიაპონია რუსეთისთვის დაკისრებული სანქციების გვერდის ავლაში მონაწილეობის გამო რამდენიმე კომპანიას დაასანქცირებს
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკმა ქალი მეწარმეებისთვის ვორკშოპი „როგორ შევქმნათ კონტენტი“ გამართა