თამარ ბელქანია: სხვისი შვილები

“ასეთი რამ ჩხოროწყუში პირველად არ ხდება. პრობლემა ისაა, რომ პირველ ჯერზე ის საზოგადოებამ არ დაგმო. უბრალოდ გაატარა.
შრომა არასდროს ყოფილა დამამცირებელი, პირიქით ქალაქის დასუფთავებაში მონაწილეობა პატივიცაა. მაგრამ,მოზარდს  მერიის “ტუალეტი”  ასე ახეხვინო ღირსების შემლახველია. თუ არადა მიეყვანათ საკუთარი შვილები! მით უფრო ამ პანდემიის ჟამს! ხაზს ვუსვამ-ტუალეტის ხეხვა არის შავი სამუშაო, და ამიტომაა ღირსებისშემლახავი ამ საქმისთვის მოზარდის გამოყენება!
უფრო ცუდია, როდესაც ეს სკოლის დირექტორთან შეთანხმებით ხდება.  რომელმაც სავარაუდოდ უბრალოდ ვერ თქვა უარი. აქ უკვე მეორე პლანზე გადადის დასუფთავების სამსახურის დანაშაული, რომელმაც ახალი წლის კონტრაქტი იმით გაიმყარა მერიასთან, რომ სამუშაო “კეთილი ნებით” შეუსრულა და  “მუშახელი”  მეშვიდე კლასელი ოთხი მოზარდის სახით იშოვა!
ეს ვიდეო, რომელიც “თაიმერმა” გაავრცელა საზოგადოების განსჯის თემად უნდა იქცეს.
არის კანონი და არის შინაგანი წესიერება!
განათლების სისტემაში სისტემური პრობლემებია, რადგან დირექტორი ვერ იცავს მოზარდს! ვერაა მაგალითი სამართლიანობის. რატომ? იმიტომ რომ მოსალოდნელი რეპრესიის ეშინია!
როგორ გაზულუქდნენ მერიის თანამშრომლები,  ისე რომ ერთი თვეც კი სანამ კონტრაქტით ახალი დამსუფთავებლები ეყოლებოდათ საკუთარ ტუალეტსაც  კი ვერ მიხედეს.
მოუხადონ ბოდიში ამ ბავშვებს და მთელს საზოგადოებას!
პ.ს იაპონიის მაგალითს აქ ნუ მოიყვანთ.
იქ საკუთარ სკოლას ალაგებენ”,-წერს თამარ ბელქანია.

 

https://youtu.be/chPWO90pRGQ

 

banner
წინა სტატიაშისალომე სამადაშვილი: მოვიდა ხალხი, ვინც ენმ-ის წიაღში საკუთარ თავს ვერ წარმოიდგენდა
შემდეგი სტატიალაშა დამენია: სამწუხაროდ ჩვენი ხელისუფლება სინქონულად აგრძელებს იმ ხაზს, რომელიც რუსეთის შემადგენელი ნაწილია