თამარ ბელქანია საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, წალენჯიხის მერის მოადგილეს თამარ ბელქანიას და მის შვილს შეხვდა.

რამდენიმე დღის წინ, თამარ ბელქანიამ დაწერა, რომ მას და მის შვილს ემუქრებიან და ამით არავინ ინტერესდება, პრეზიდენტმა მას მისივე პოსტზე უპასუხა და დაწერა: “შვილს უთხარით რომ სხვა თუ არა პრეზიდენტი დაინტერესდა.”

 

“ამ შეხვედრა იყო 40 წუთიანი, შეხვედრა ინსპირირებული იყო ჩემი პოსტით, რომ მე და ჩემს შვილს ქვეყნის მოღალატეებად გვრაცხავენ, გვემუქრებიან ფიზიკური გასწორებით და პრეზიდენტმა სოლიდარობა გამოთქვა, ინტერესი გამოხატა გაეგო, როგორ პირობებში ცხოვრობენ და ქმნიან პოლიტიკას ქალები რეგიონებში.

მე ვესაუბრე იმ წინააღმდეგობებზე, რასაც ვაწყდებით, ვუთხარი რამდენად მნიშვნელოვანია პოლიტიკოსები ხალხის სურვილზე იყოს გადაწყობილი, მათ მოთხოვნაზე იყოს დაფუძნებული პოლიტიკოსების ნაბიჯები და რომ ძალიან მნიშვნელოვანია საოკუპაციო გამყოფ ხაზზე ხელისუფლება იყოს სწორი ისტორიული ღირებულებებით მსვლელი ევროპისკენ, სადაც ჩვენი შვილების მომავალი, ჩვენი მშობლების სიბერე იქნება უზრუნველყოფილი.

პრეზიდენტს აინტერესებდა გარკვეული დეტლები და ბუნებრივია მე მას მოვუყევი ამ სამი წლის განმავლობაში ბრძოლის შედეგი. რომ ჩვენთვის არის პრიორიტეტი ახალგაზრდობა, რომ განათლებას სერიოზულ მხარდაჭერას ვუქმნით, რომ შეიქმნა აიტი აკადემია, შეიქმნა იუვენტუსის აკადემია, რომ ამ ბავშვებისთვის ეს არის შესაძლებლობა, საკუთარი თავი წარმოადგინონ. პრეზიდენტი დეტალებში დაინტრესდა, თუ როგორ ვქმნით ამ სიკეთეს ხალხისთვის”-განაცხადა წალენჯიხის მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკი ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლას ყოველწლიურად 5 თანამშრომელს სრულად დაუფინანსებს
შემდეგი სტატიაგრიგოლ ლილუაშვილი – კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში გამოვლინდა, რომ უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების ინტერესს წარმოადგენდა პარტიების რეიტინგები და არჩევნებში მათი გამარჯვების შანსები