თამარ ბელქანია: რა აზრი აქვს განათლებას თუ სამშობლოს განცდა არ გაქვს!

“ჩემი სოლიდარობა თეატრალურის სტუდენტებს, რომლებსაც უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სტუდენტის სტატუსი შეუჩერა.
ეს არის ყოვლად დაუშვებელი!
რა აზრი აქვს განათლებას თუ სამშობლოს განცდა არ გაქვს!
გარდა იმისა, რომ ეს არა მორალურად გაუმართლებელი, უკანონო გადაწყვეტილებაც გახლავთ.

რადგან: ▪️8.1. სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძვლებია:
ა) ადმინისტრაციული ან აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობა;
ბ) ავადმყოფობა, თუ დოკუმენტურად დასტურდება სასწავლო პროცესში სტუდენტის
მონაწილეობის შეუძლებლობა.
გ) უცხო ქვეყანაში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა, გარდა გაცვლითი
საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში უნივერსიტეტიდან წასული გაცვლითი
საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის.
დ) პირადი განცხადება
ეს წესი დამტკიცებულია უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ 2017 წლის 20 ნოემბერს, (დადგენილება N 18/4 ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს მიერ 2018 წლის 02, თებერვალს, დადგენილება N3.
ისმის კითხვა: – არის თუ არა სტუდენტის სტატუსის შეჩერება ამ შემთხვევაში უკანონო.
პასუხი: დიახ. ასე, რომ უკანონობამ უკვე უნივერსიტეტებშიც შეაღწია,-წერს წალენჯიხის მერის მოადგილე ტამარ ბელქანია.

თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილს, რომლებიც სახალხო  პროტესტში არიან ჩართულები, უნივერსიტეტმა სტუდენტის სტატუსი შეუჩერა.

ამის შესახებ სტუდენტებს ელექტრონული ფოსტით მიწერეს. ინფორმაციას უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა ავრცელებს.

როგორც თქვენთვის ცნობილია, გაიმართა ეთიკის კომისიის სხდომა სადაც განხილული იყო სტუდენტების მხრიდან უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის საკითხი. გაცნობებთ, რომ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებით, თქვენ შეგიწყდათ სტუდენტის სტატუსი. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია სამ სამუშაო დღის ვადაში”– ნათქვამია ელექტრონულ ფოსტაში, რომელის სტუდენტებს მიწერეს.

9 მარტს პოლიციამ თეატრალური უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტების ნაწილს 5000-ლარიანი ჯარიმები გამოუწერა.

სტუდენტების თქმით, უნივერსიტეტმა შენობაში შეწამვლითი სამუშაოები ისე დაიწყო, რომ სტუდენტები არ გააფრთხილა. მათი თქმით, ადმინისტრაციამ სტუდენტებს მოუწოდა, რომ პროტესტის გასაგრძელებლად სხვა სივრცე გამოეყენებინათ, რაზეც სტუდენტებმა უარი განაცხადეს. მათი თქმით, შემოთავაზებული სივრცე პატარა იყო.

ამაზე სტუდენტებსა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის შელაპარაკება მოხდა, რის გამოც უნივერსიტეტმა პოლიცია გამოიძახა.

 

banner
წინა სტატიაშიგახარია: ასეთია ივანიშვილის ოცნების ღირსება, მებრძოლ სტუდენტებს უნივერსიტეტიდან ყრის
შემდეგი სტატიათეატრალურ უნივერსიტეტთან შეკრებილი სტუდენტები დაუმორჩილებლობის აქციას აანონსებენ და პროტესტის გაგრძელებას უფრო მასშტაბურ ფორმებში გეგმავენ