“ანწუხელიძე არის სიმბოლო თავგანწირვის, ანწუხელიძე არის მზაობა შეურაცხყოფა არ მიაყენებინო მტერს მაშინაც კი როცა ხარ ტყვეობაში და თავზე გადგას ოკუპანტი.
ამ დროს ზუსტად, იცი რომ შენ, ერთი ჯარისკაცი იცავ შენი სამშობლოს ღირსებას და მზად ხარ დათმო ყველაზე ძვირფასი- სიცოცხლე.
ეს მისტიკა ან პათეტიკა როდი გახლავთ!
ესაა რეალური უახლესი ისტორიის ფურცლები, რომლის მომსწრეც ვართ და კაცმა არ იცის ჰპოვებს თუ არა ასახვას აკადემიურ გამოცემებში, რომ ჩვენ ქართველებს სამშობლო გვიყვარს, ვიცავთ და მის დამოუკიდებლობას თავასაც შევწირავთ.
რა თქმა უნდა ამის წაშლა სურს რუსეთს, რომელმაც მსგავსი ამბავი თავად, უბრალოდ მოიგონა და მას “პანფილოველების თავდადება” უწოდა, თითქოს ომის დროს პანფილოვის ოცეულმა მოსკოვის დაცვას თავი შესწირა. შექმნეს ობეკისკი, გადაიღეს ფილმები შეიტანეს ისტორიის სახელმძღვანელოებში, კულტურულ ტურისტულ მარშუტში და აგერ ელცინის დროს გახსნილი რსფს შსს არქივის ფონზე გაირკვა რომ ეს იყო უბრალოდ ტყუილი! რადგან კრემლს პროპაგანდისთვის დასჭირდა ასეთი საგმირო “ბაიკა”!
და ვინც დღეს საქართველოში ანწუხელიძეს სახელს უპატივცემულოდ ეხება ის არის რუსი, ოკუპანტი, დამპყრობი, ბნელი და კრემლის მსახური!
მიდის ჩვენი დღეების ისტორიის კვალის წაშლა! გმირობის პროფანაცია, გაუფასურება გაუბრალოება და ამას რუსეთი ჯალათის ენით აკეთებს!
ეს არის ძალიან სახიფათო თამაში და ამას თავად ისტორია არ გაპატიებთ!
გახსოვდეთ, რეჟიმის მსახურებს თავად რეჟიმი კლავს!
ანწუხელიხე კი დარჩება, როგორც სინათლე ბოროტებასთან მებრძოლი!
მადლობა მის დედას, რომ გმირი შვა!-წერს წალენჯიხის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია