თამარ ბელქანია: ეგნატე ფიფიას ბიუსტი, რომელიც წალენჯიხის საავადმყოფოს ტერიტორიიდან გამოაძევეს, მოისროლეს მას უკვე საიმედო მცველი ჰყავს

“ეგნატე ფიფიას ბიუსტი, რომელიც საავადმყოფოს ტერიტორიიდან გამოაძევეს, მოისროლეს ერთი დრო მერიის დერეფანში ინახებოდა, ბიუსტს, მომტვრეული ჰქონდა ხელის მტევანი, წალენჯიხის კულტურის ცენტრმა მას რესტავრაცია გაუკეთა და ამჟამად წალენჯიხის ეთნოლოგიურ მუზეუმში ინახება.

შესაბამისად ის უკვე მუზეუმის საკუთრებაა და ევექსი ტყუილად ცდილობს მის უკან დაბრუნებას. ის დაბრუნდება მაშინ, როდესაც ჯანდაცვა ხალხის სამსახურში ჩადგება.
საუბარია ეგნატე ფიფიაზე და არა ვინმე რევოლუციონერზე. მას უკვე საიმედო მცველი ჰყავს!
არიან პერსონები ჩვენი ქვეყნის ( კუთხის) ისტორიაში, რომელთა სახელიც უკვდავია.
ასეთია ეგნატე ფიფია”,-წერს წალენჯიხის მერის მოადგილე თამარ ბელქანია.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ რუსულ პორტზე დრონებით იერიში მიიტანა
შემდეგი სტატიახელისუფლება განათლების სისტემას საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებს – საბა ბუაძე