“დღეს, ეროვნული გამოცდები დაიწყო და ჩვენი შვილები პირველ ცხოვრებისეულ გამოცდაზე დამოუკიდებლად გავლენ.
საკუთარ თავთან დარჩენილები პირველად შეფასების მოლოდინში გაიაზრებენ ქართულ ენასა და ლიტერატურას.
ვინ ვიყავით, საიდან მოვდივართ და სად იკვეთება ჩვენი ევროპული სათავეები.
ეს არის, საგანი რომელზეც დგას ჩვენი იდენტობა.
იქნება ჰაგიოგრაფია ..რუსთაველი…ვაჟას “ვედრება”, რჩეულიშვილის “ასვლა” თუ ტატოს “მერანი”!
მთელი ქართული ლიტერატურა არის ბრძოლა თავისუფლებისათვის! იმ თავისუფლებისათვის, რომელიც განათლებაზე გადის! იმ ღირებულებებისათვის, ქართველმა მწერლებმა, რომ შეწირეს თავი …დანიელ ფიფია, ტეტენტი გრანელი…პაოლო! კიდევ რამდენი!
ჩააბარო გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ნიშნავს ეზიარო და ჩაერთო საბაზისო ბრძოლაში ქვეყნის თავისუფლებისათვის თუ გვინდა “ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს”!
ასე, რომ ამ ბრძოლაში წარმატებები მინდა ვუსურვო ჩვენს შვილებს! ჩვენი ბედი მათ ხელშია! იქნებიან განათლებულები გვექნება ნათელი ღირსეული მომავალი!
წლევანდელი თეზისი: “პიროვნული თავისუფლებისკენ მიმავალი გზა რთული და წინააღმდეგობებით სავსეა”- დავამატებდი, ქართველისთვის პირივნული თავისუფლება სწორედ, რომ ქვეყნის თავისუფლების მოპოვების გზას ერწყმის!”-აცხადებს “თაიმერთან” წალენჯიხის მერის მოადგილე თამარ ბელქანია
საგამოცდო პროცესი წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დღეს დაიწყო.შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქვეყნის მასშტაბით გახსნილ 24 საგამოცდო ცენტრში ერთდროულად ტარდება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.
დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 93%-ზე მეტი გამოსაცდელი. ამ დროის მონაცემებით, დაიგვიანა ერთმა აბიტურიენტმა.
22 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება.